კოლეგებთან თანამშრომლობა - ,, სქემაში ჩართული მასწავლებლების მიერ
არჩეული აქტივობების ეფექტური განხორციელების სტრატეგიები“
06.10.2012-ში მე
გავიარე ტრენინგი ,, სქემაში ჩართული მასწავლებლების მიერ არჩეული
აქტივობების ეფექტური განხორციელების სტრატეგიები“. ეს ტრენინგი არ ჰქონდათ გავლილი ჩემ სერთიფიცირებულ
კოლეგებს, ამიტომ ბევრი რამ ეძნელებოდათ იმის გამო, რომ ბევრი რამ ბუნდოვანი იყო მათთვის.
ისინი პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ერჩიათ კვლავ გამოცდებზე გასულიყვნენ და სერტიფიკატი
ასე განეახლებინათ.
მე გადავწყვიტე, შემეთავაზებინა მათთვის, მოგვეწყო
შეხვედრა და გადამეცა ტრენინგზე მიღებული ცოდნა.
ასეთ შეხვედრაზე სიამოვნებით დამეთანხმნენ. დავგეგმეთ შეხვედრის დღე 24.04.2013.
შეხვედრის მიზანი იყო კოლეგებისთვის გამეცნო:
1.
სერტიფიცირებული
მასწავლებლის კატეგორიები;
2.
აქტივობები და მათი შესაბამისი კრედიტები;
3.
პროექტის
დაგეგმვა-განხორციელება; ანგარიშის ფორმა;
4.
კვლევა;
5.
პორტფოლიოს
წარმოება.
შეხვედრის თარიღი: 24.04.2013.
შეხვედრას ესწრებოდნენ:
1.
ელენა
ჯაჯანიძე
2.
თამარ
ბუჯიაშვილი
3.
ეკა
ხელაშვილი
4.
დარეჯან
მათიაშვილი
5.
ნატო
მოსიაშვილი
6.
თეა
ნერსეზაშვილი
კოლეგებს
ავუხსენი, რომ თუ სერთიფიცირებული პედაგოგი გადაწყვეტს ჩაებას „მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების სქემაში“, მან სქემიდან უნდა ამოირჩიოს მისთვის სასურველი და დაძლევადი
აქტივობები. კატეგორიის მოსაპოვებლად სქემაში შემოთავაზებული აქტივობებიდან მასწავლებელმა
სულ მცირე შვიდი აქტივობა მაინც უნდა ამოირჩიოს და განახორციელოს შვიდი წლის განმავლობაში.
სერტიფიცირებული
მასწავლებლის კატეგორიები
1. სქემის მიხედვით განსაზღვრულია მასწავლებლის სამი
კატეგორია:
ა) სერტიფიცირებული მასწავლებელი,
ბ) პირველი კატეგორიის მასწავლებელი,
გ) უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი
7 წლის მანძილზე მასწავლებელს
შეუძლია სქემაში ჩართულობის შედეგად მხოლოდ
ერთი კატეგორიით დაწინაურება.
. სქემის მიხედვით მასწავლებლის
თითოეული კატეგორიის მოსაპოვებლად საჭიროა
შემდეგი რაოდენობის კრედიტების
მოპოვება:
ა) სერტიფიცირებული მასწავლებელი - 21 კრედიტი,
ბ) პირველი კატეგორიის მასწავლებელი - 32 კრედიტი,
გ) უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი - 42 კრედიტი.
·
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით დაძლევისა და
მასწავლებლობის
უფლების მოპოვებისას მასწავლებელი იღებს 21 კრედიტს და მას ენიჭება სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი.
·
მასწავლებელთა
სასერტიფიკაციო გამოცდის თითოეული ნაწილი ფასდება 10,5 - 10,5 კრედიტით.
·
სერტიფიცირებული
მასწავლებელი 32 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში იღებს პირველი კატეგორიის მასწავლებლის სტატუსს.
·
პირველი კატეგორიის
მასწავლებელი 42 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში იღებს უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის სტატუსს.
·
მოპოვებული
კატეგორიის შესანარჩუნებლად მასწავლებელმა უნდა დააგროვოს კატეგორიის შესაბამისი რაოდენობის კრედიტები.
·
მასწავლებლის
თითოეული კატეგორიის კრედიტების მიღწევის შემდეგ კრედიტების ათვლა იწყება თავიდან.
·
კატეგორიისათვის
საჭიროზე ნაკლები რაოდენობის კრედიტების დაგროვების შემთხვევაში მასწავლებელი კარგავს კატეგორიას და ჩამოქვეითდება
ერთი კატეგორიით.
·
21-ზე ნაკლები
კრედიტების დაგროვების შემთხვევაში მასწავლებელი კარგავს
სერტიფიცირებული
მასწავლებლის სტატუსს ან ჩააბარებს გამოცდის მხოლოდ ერთ ნაწილს - საგნობრივ გამოცდას.
აქტივობები და მათი შესაბამისი კრედიტები
პროფესიული და კარიერული ზრდის საფეხურების გავლისათვის მასწავლებელმა 7 წლის განმავლობაში უნდა გაიაროს შემდეგი აქტივობებიდან მინიმუმ 7 სხვადასხვა აქტივობა:
ა) სამინისტროსა და ცენტრის ორგანიზებით განხორციელებული ტრენინგი – 25 საათი/1 კრედიტი;
ბ)
კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აკრედიტებული ტრენინგ-პროგრამები – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ძირითად და საგნობრივი ნაწილით გათვალისწინებული კომპეტენციების განვითარება – 25 საათი/0,5 კრედიტი;
გ) ტრენინგ-პროგრამები აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციების ან აკრედიტებული
სხვა ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ძირითადი და საგნობრივი ნაწილით გათვალისწინებული კომპეტენციების განვითარება – 25 საათი/0,5 კრედიტი;
დ) სასკოლო
ან მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს ავტორობა/თანაავტორობა – სახელმწიფოს მიერ გრიფირებული ან აკადემიური გამომცემლობის მიერ გამოცემული.
სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორობა – 7 კრედიტი, სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორობა – 3 კრედიტი, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების ავტორობა – 4 კრედიტი, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების
თანაავტორობა – 2 კრედიტი;
ე)
საგანმანათლებლო პროექტის ავტორობა
– სწავლა-სწავლების საჭიროებიდან გამომდინარე (7 წლის მანძილზე სულ მცირე 1 პროექტი) – 1 კრედიტი;
ვ) საგანმანათლებლო კონფერენციები, სემინარები – მომხსენებლად
მონაწილეობის მიღება – 1 კრედიტი (უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი საბუთი);
ზ) საგანმანათლებლო კონფერენციები, სემინარები – მონაწილეობის მიღება – 0,5 კრედიტი (უნდა წარმოადგენოს დამადასტურებელი საბუთი);
თ) პროფესიული სტაჟირების გავლა – საგნობრივი კომპეტენციის, გამოცდილების
შეძენა/გაზიარების მიზნით (ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ) – სულ მცირე 25 საათი – 1 კრედიტი (უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი საბუთი);
ი)
საგანმანათლებლო, პროფესიული, პედაგოგიური თემატიკის მქონე საგანმანათლებლო-პედაგოგიურ ჟურნალ – გაზეთში გამოქვეყნებული
აკადემიური სახის სტატია – (7 წლის მანძილზე სულ მცირე 3 სტატია) – 2 კრედიტი;
კ)
საგანმანათლებლო თემატიკასთან დაკავშირებული კვლევის ავტორობა – (7 წლის მანძილზე სულ მცირე 3 კვლევა) – 3 კრედიტი;
ლ) მენტორ-მასწავლებლად მუშაობა – 1 კრედიტი წელიწადში;
მ) მასწავლებლის
მოსწავლეთა გამარჯვება მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებში -
(7 წლის მანძილზე სულ მცირე 3 გამარჯვება, ინდივიდუალური/გუნდური) – 2 კრედიტი;
ნ) მასწავლებლის მოსწავლეთა გამარჯვება მოსწავლეთა ეროვნულ ოლიმპიადებში – (7 წლის მანძილზე სულ მცირე 3
გამარჯვება, ინდივიდუალური/გუნდური,) – 1 კრედიტი;
ო) საგნობრივ
კათედრაზე აქტივობები – სხვა საგნის მასწავლებელთან/მასწავლებლებთან ერთად ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება (სულ მცირე 3 გაკვეთილი) – 1 კრედიტი, დამუშავებული თემის წარდგენა კათედრაზე, სემინარი/კონფერენცია – 1 კრედიტი (უნდა წარმოადგინონ ვიდეოჩანაწერი);
პ) პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით პრეზენტაციის მოწყობა (7 წლის მანძილზე სულ მცირე 3 პრეზენტაცია) – 1 კრედიტი (უნდა წარმოადგინონ ვიდეოჩანაწერი);
ჟ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში –სასწავლო ელექტრონული რესურსების შექმნა და გამოყენება:
ჟ.ა) მასწავლებელი ქმნის სასწავლო ციფრულ ობიექტებს (პრეზენტაცია, ცხრილი/შეფასების რუბრიკა, ბლოგი, მარტივი კონსტრუქტორით აწყობილი ობიექტები...) და იყენებს სასწავლო
პროცესში.
ჟ.ბ) მასწავლებელი ქმნის ელექტრონულ-პორტფოლიოს და ათავსებს ინტერნეტში.
ჟ.გ) მასწავლებელი იყენებს ისტ-ს მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის – 2 კრედიტი;
რ) სპეციალური
საჭიროების მქონე მოსწავლეებთან
მუშაობა – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის ადეკვატური სასწავლო გეგმის, ჯგუფური და ინდივიდუალური საკლასო/სასკოლო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება – 2 კრედიტი;
ს) სამინისტროსა და ცენტრის ეგიდით განხორციელებულ ტრენინგებში ტრენერად მუშაობა – 3 ტრენინგი ( ერთი ტრენინგი სულ მცირე 25 საათი) -2 კრედიტი;
ტ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აკრედიტებული ტრენინგ-პროგრამებში ტრენერად მუშაობა - 3 ტრენინგი (ერთი ტრენინგი სულ მცირე 25 საათი) – 1 კრედიტი.
ამის შემდეგ ვესაუბრე
საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა-განხორციელებასა და გაფორმების შესახებ, თითოეულს
გადავეცი შესაბამისი ფორმა.
ყურადღება გავამახვილე
საგანმანათლებლო კვლევების მნიშვნელობაზე, თუ რატომ და როდის შეიძლება დავიწყოთ კვლევა,
რა ეტაპებია გასავლელი (პრობლემის განსაზღვრა ან რაიმე ახლი ინიციატივისკენ მიმართული
იდეის წარმოჩენა, მოსალოდნელი შედეგის წინასწარ განსაზღვრა, დაგეგმვა, კვლევის წარმოება,
შედეგების ორგანიზება და წარმოდგენა, პრობლემის გადაჭრის გზები).
კოლეგებს აგრეთვე
ავუხსენი, რა დოკუმენტები უნდა ინახებოდეს პორტფოლიოში.
1.
პორტფოლიოს საშუალებით მასწავლებელი აანალიზებს საკუთარ მიღწევებს პროფესიული ზრდის გზაზე და გარკვეულ ფორმატში აყალიბებს შესაბამის ინფორმაციას, ამ კუთხით, პორტფოლიო პედაგოგიური რეფლექსიის ინსტრუმენტია.
ვთვლი, რომ შეხვედრა
ნაყოფიერი იყო, რადგან კოლეგებს გადავეცი ტრენინგზე მიღებული ცოდნა, გავარკვიე ისინი
სქემაში
ჩართული მასწავლებლების მიერ არჩეული აქტივობების ეფექტურად განხორციელების სტრატეგიებში.
ლია ასანაშვილი
24.04.2013
No comments:
Post a Comment