„ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება
და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების ინტეგრება“.
ტრენინგი გავიარე ყვარლის
მეორე საჯარო სკოლაში, ტრენერ დავით ნაზრიშვილთან, 28. 10. 2013 – 17. 11.2013, სულ 36 საათი.
ტრენინგის საშუალებით გავეცანი ტექნოლოგიებით გამდიდრებული
სასწავლო პროექტების დაგეგმვას და ეფექტურად განხორციელების გზებს.
კურსი ეძღვნებოდა კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის
შედგენისა და შეფასების პრაქტიკას, კლასში სასწავლო თემების არჩევისას და პროექტების
განხორციელებისას.
ტრენინგზე თავდაპირველად გავეცანით პროგრამის შინაარს,
მუშაობის წესებს, შევქმენით საკუთარი პორტფოლიო. მოვიფიქრეთ საპტროექტო თემები და შევარჩიეთ
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. შემდეგ დავგეგმეთ პროექტები, რისთვისაც შევიმუშავეთ სტანდარტები, გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების
შედგენის სტრატეგიას, ვიმუშავეთ ზოგადი,
თემატური და
შინაარსობრივი კითხვების
შედგენაზე, პროექტის
გეგმის გაფორმებაზე. ვიმსჯელეთ, როგორ დაეხმარება მოსწავლეებს პროექტებზე დაფუძნებული სწავლება,
მიმდინარე შეფასებები და მიმართულების მიმცემი საკვანძო
კითხვების გამოყენება 21-ე საუკუნის
სასწავლო მიზნების
მიღწევაში. შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი.
პროექტის გეგმის შესაქმნელად გამოვიყენეთ პროექტის გეგმის შაბლონი. პროექტისათვის დავამზადეთ
ბუკლეტი. შევქმენი ბლოგი, რომლის მისამართია
http://intelilia15.blogspot.com ,
ვისწავლეთ და შემდეგ წარმოვადგინეთ PowerPoint-ში
გაკეთებული პრეზენტაცია მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრებით პროექტისათვის. განვიხილეთ ინტერნეტრესურსების მოძიების სხვადასხვა გზები, გავეცანით მასალის
სამართლიანი გამოყენების წესებს, ბევრი ვიმსჯელეთ
საავტორო უფლებებზე.
უსაფრთხო ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით რჩევები მივიღეთ ტრენერისაგან.
ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა, ტექსტში ფაილის ჩასმა. ბლოგზე მასალის ატვირთვა და გამოქვეყნება.
ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა, ტექსტში ფაილის ჩასმა. ბლოგზე მასალის ატვირთვა და გამოქვეყნება.
ტრენინგი ძალიან დიდ მასალას მოიცავდა, მაგრამ გამოვყოფ
რამდენიმე საკითხს, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, კერძოდ: სასწავლო ამოცანების ჩამოყალიბება; სტრატეგიების
შერჩევა პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან მოსწავლეების
ადაპტირების ხელშესაწყობად; დროში გაწერილი პროექტის გეგმის შექმნა; კითხვის დასმის
სტრატეგიები მაღალი სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად; შეფასების სტრატეგიების შემუშავება;
განხორციელების სტრატეგიების განხილვა; საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა
და გამოყენება; პროექტებით სწავლების დროს
პოტენციური სირთულეების გათვალისწინება და მათი დაძლევის გზების მოძიება, ინტერნეტრესურსების
გამოყენების დანერგვა კვლევის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პრობლემების გადაჭრისა
და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების მხარდასაჭერად და სხვა.
ტრენინგზე მიღებულმა ცოდნამ განმივითარა ის უნარ-ჩვევები,
რამაც ჩემი მუშაობა განსხვავებულად წარმართა
- თემების / საკითხების შესწავლისას ხშირად მივმართავ ტექნოლოგიებით გამდიდრებული პროექტებზე
დაფუძნებული სწავლების მეთოდს, ამით დიდწილად აღმოვფხვერი ის ხარვეზები, რომელიც ადრე
გამაჩნდა. მოტივაციის ასამაღლებლად განსაკუთრებით
მეხმარება მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები - ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.
შეკითხვების დასმისას მათ ვაძლევ საშუალებას იმსჯელონ საკითხზე (რაც ავითარებს მაღალ
სააზროვნო უნარებს), ხოლო შემდეგ ზოგადი დააკავშირონ კონკრეტულ საჭიროებასთან. ამით ვარწმუნებ
მოსწავლეებს მათემატიკის შესწავლის აუცილებლობაში: ვაჩვენებ და ხაზს ვუსვამ კავშირს
საგანსა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის; ხელს ვუწყობ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
სასწავლო პროექტების დაგეგმვისას ვითვალისწინებ დროის
ფაქტორს, რისკებს, შესაძლებლობებს. მაქსიმალურად ვცდილობ, გამოვიყენო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
და ციფრული ტექნოლოგიები, მოსწავლეებსაც მივცე
ისეთი დავალება,რომ მუშაობის პროცესში ჰქონდეთ ამ ტექნოლოგიების გამოყენების
საჭიროება.
ჩემი დაკვირვების და ანალიზის საფუძველზე შემიძლია ვთქვა,
რომ ტრენინგმა დიდი დახმარება გამიწია მუშაობის ეფექტურად წარმართვაში. მოსწავლეები
პროექტის დავალებას ყოველთვის ხალისით ასრულებენ, ისინი თავად ხდებიან ცოცხალი, ჯანსაღი
სასწავლო გარემოს შემქმნელები და წარმმართველები.
ტრენინგის გავლის შემდეგ შევქმენი ბლოგი http://liamaswisblogi.blogspot.com/
No comments:
Post a Comment