განხორციელებული პროექტები

პროექტის გეგმა
1.      პროექტის სახელწოდება: ხის სიმაღლის გაზომვა.
2.      პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა შეძლონ სკოლაში ნასწავლი მასალის არასაკოლო სიტუაციებში გამოყენება, კერძოდ, მოახერხონ მაღალი ობიექტების სიმაღლის გაზომვა ჩრდილის საშუალებით.
3.      პროექტის აქტუალობა: ხელი შეეწყობა ტრანსფერის უნარის განვითარებას.
4.      პროექტის მიზნები:  მოსწავლეები გაზომავენ ხის სიმაღლეებს ჩრდილის მიხედვით, წარმოადგენენ მონაცემთა ერთობლიობას, განსაზღვრავენ ამ ერთობლიობის განს, საშუალოს;
ტრანსფერის უნარის განვითარება; მასალის დამუშავების, ეფექტური კომუნიკაციის, საკუთარი საქმიანობის თვითრეგულირების უნარ-ჩვევების განვითარება.
5.      მოსწავლეთა ასაკი/კლასი:  IX კლასი.
6.      პროექტის ხანგრძლივობა: 7 დღე.
7.      მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეასრულებენ საჭირო გაზომვებს და აღებული ინფორმაციის საფუძველზე მოახდენენ სხვადასხვა ხის სიმაღლის განსაზღვრას. წარმოადგენენ შედეგებს პრეზენტაციის საშუალებით.
ესგ-სთან კავშირი:
მათ. IX.8.    მოსწავლეს შეუძლია ფიგურების ან მათი ელემენტების ზომებ მოძებნა/შეფასება და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • იყენებს მართკუთხა სამკუთხედის გვერდებსა და კუთხეებს შორის ტრიგონომეტრიულ თანაფარდობებს რეალურ ვითარებაში ობიექტთა ზომების ან ობიექტებს შორის მანძილების  დასადგენად (მაგალითად, იმ საგნის სიმაღლის გაზომვა, რომლის ფუძე მიუდგომელია, მიუდგომელ წერტილამდე მანძილის გამოთვლა).
მათ.IX.11. მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • აჯგუფებს რაოდენობრივ მონაცემებს ინტერვალთა კლასებში და აგებს შესაბამის ცხრილს/ჰისტოგრამას (მათ შორის, ტექნოლოგიების გამოყენებით);
  • არჩევს დაუჯგუფებელ რაოდენობრივ მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმას, ასაბუთებს არჩევანს და ქმნის ცხრილს/დიაგრამას (ტექნოლოგიების გამოყენებით ან მის გარეშე);
  • ერთი გრაფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს წარმოადგენს განსხვავებული გრაფიკული ფორმით და წარმოაჩენს თითოეული ფორმის ხელსაყრელ და არახელსაყრელ მხარეებს

8.      პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
აქტ. 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისთვის პროექტის იდეის გაცნობა.. ორგანიზაციული საკითხები: კლასის გაყოფა ორ ჯგუფად, ერთ ჯგუფს დაევალება სკოლის წინა ეზოში, მეორეს კი სკოლის უკანა მხარეს მდგარი ხეების სიმაღლის განსაზღვრა. ჯგუფში ფუნქციების განაწილება, პროექტის განსახორციელებელ დროზე შეთანხმება.
 აქტ. 2.  გაზომვების ჩატარება;
აქტ. 3. პრეზენტაციის მოწყობა;
აქტ.4. პროექტის შეფასება და შეჯამება.
9.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საზომი ლენტი,თაბახის ფურცლები, ფანქრები, კალმები, კალკულატორი, განსაზღვრული სიგრძის ჯოხი, ვიდეო და ფოტოკამერა.

              პროექტის რეფლექსია
     პროექტის დასაწყისში მოსწავლეებთან გავმართე დისკუსია, შეიძლებოდა თუ არა, დედამიწაზე ერთმანეთთან ახლომდებარე ობიექტებზე დაცემული მზის სხივები პარალელურად მიეჩნიათ. რადგან მზე ძალიან შორსაა, ეს შესაძლებელია. შემდეგ ვუჩვენე სლაიდები, თუ როგორ ეცემა სხივები ხეს და ჯოხს, ამით მივეცი მინიშნება, თუ როგორ შეეძლოთ ცოდნის განვრცობა ცხოვრებისეულ სიტუაციაში. მოსწავლეებმა იმსჯელეს, სად იქმნებოდა მსგავსი სამკუთხედები და როგორ დააკავშირებდნენ შესწავლილი საკითხს - სამკუთხედების მსგავსების ნიშნებს ხის სიმაღლის გაზომვასთან.
    საკითხის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით,კლასი გავყავი ორ ჯგუფად და მივეცი შესაბამისი დავალება - სკოლის ეზოს სხვადასხვა მხარეს მდგომი ხის სიმაღლეების გაზომვა.
    ასეთი სახის პრაქტიკულ სამუშაოებს მოსწავლეები ყოველთვის ხალისით ასრულებენ, თუნდაც ეს რაიმე სირთულესთან იყოს დაკავშირებული. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ჯგუფები  შეუდგნენ მუშაობას, მოიტანეს ჯოხი, რომელსაც გაზომვის წინ მიწაში არჭობდნენ და ზომავდნენ მიწის ზემოთ დარჩენილ ჯოხისა და მისი ჩრდილის სიგრძეებს, აგრეთვე ხეების ჩრდილის სიგრძეებს.
მათ წარმატებით შეასრულეს დავალება და მესამე დღეს წარმოადგინეს შესაბამისი შედეგები. თითოეულმა ჯგუფმა მეორე ჯგუფს გააცნო თავიანთი გაზომვის შედეგები. გააკეთეს ანალიზი, რომელი ხე იყო სკოლის ეზოში ყველაზე მაღალი და რომელი ყველაზე დაბალი, გამოთვალეს განი და საშუალო.
პროექტი წარმატებულად შემიძლია ჩავთვალო, რადგან ამ პროექტით
ü  მოსწავლეებმა განამტკიცეს და გაიღრმავეს ცოდნა თემასთან დაკავშირებით;
ü  შეიძინეს ახალი ცოდნა;
ü  დაინახეს სწავლის საჭიროება;
ü  აუმაღლდათ მოტივაცია;
ü  ხელი შეეწყო ტრანსფერის უნარის ჩამოყალიბებას;

ახლა მოსწავლეებს უკვე გამოცდილება, მაღალი ობიექტების სიმაღლის გაზომვაში და თავისუფლად შეძლებენ არასასკოლო გარემოში ცოდნის ადექვატურად გამოყენებას.    


პროექტის ხელმძღვანელი: ლია ასანაშვილი.





                         










პროექტის გეგმა
1.      პროექტის სახელწოდება:  ,,ამოცანების ამოხსნის სხვადასხვა გზები“
2.      პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლება, ამოცანების სხვადასხვა გზით ამოხსნის შესწავლა.
3.      პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებში ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება.სხვადასხვა ხერხით ამოცანების ამოხსნისა და ამოხსნების  თავისებურებების ანალიზის გამოყენებით მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების, დედუქციური მსჯელობის, დასაბუების უნარის განვითარება, ისტ- რესურსების საშუალებით ამოცანის ამოხსნის წარმოდგენა სქემის, ცხრილის და დიაგრამის საშუალებით.
4.      პროექტის მიზანი: პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს განუვითარდებათ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების,  საქმიანობის თვითრეგულირების პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები. პროექტზე მუშაობის პერიოდში მოსწავლეები შეიძენენ და განივითარებენ ისტ - თან ურთიერთობის  და მისი გამოყენების უნარ-ჩვევებს.
5.      მოსწავლეთა ასაკი/კლასი:  X კლასის მოსწავლეები.
6.      პროექტის ხანგრძლივობა: 3 კვირა.
7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: XI კლასის მოსწავლეები მოიძიებენ ტიპიურ  ამოცანებს უმცროსკლასელთათვის, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა გზით ამოიხსნას. დაამზადებენ მინი წიგნებს, სადაც განიხილავენ ამ ამოცანებს და საჩუქრად გადასცემენ მეხუთეკლასელ მოსწავლეებს. გააკეთებენ პრეზენტაციას - ამოცანების ამოხსნის სხვადასხვა ხერხების შესახებ.
8.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მათემატიკის წიგნები, კომპიუტერი, ინტერნეტი, ვიდეოკამერა, პროექტორი, თაბახის ფურცლები, ფანქრები, კალმები.
9.      პროექტის მიმდინარეობა
აქტ. 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისათვის იდეის გაცნობა. შეთანხმება პროექტის მიმდინარეობის დროზე;
აქტ. 2. მოსწავლეებმა მოიძიეს ამოცანები და მათი სხვადასხვა გზით ამოხსნა  წარმოდგინეს პროექტის ფასილიტატორთან;
აქტ. 4. ამოცანებისა და სხვადასხვა გზით ამოხსნების ჩაწერეს პროგრამა Word-ში, გაამზადეს დასაბეჭდად;
აქტ. 5. ქსეროასლების გადაღებით დაამზადეს  მინი წიგნების ფურცლები, შემდეგ კი აკინძეს;
აქტ. 6. გააკეთეს პრეზენტაცია PowerPoint-ის საშუალებით და უმცროსკლასელებს საჩუქრად გადასცეს  წიგნები.


10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:მათემატიკა, ისტ-ი.

11.  პროექტის ხელმძღვანელი: ლია ასანაშვილი.





სასწავლო პროექტის გეგმა

სახელი და გვარი:   ლია ასანაშვილი
სკოლის დასახელება:   სსიპ ი.შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისლის საჯარო სკოლა
პროექტის სათაური:  „საინტერესო რიცხვი პი“
საგანი:   მათემატიკა
სწავლების საფეხური , კლასი:   საშუალო საფეხური,  X კლ
მოსწავლეთა რაოდენობა:  18    
სსმ მოსწავლე : არ არის
განხორციელების დრო:   2 კვირა
პროექტის აქტუალობა
 მოსწავლეები გაიფართოებენ ცოდნას ირაციონალური რიცხვის შესახებ, გაიგებენ „პი“ რიცხვის შესახებ ბევრ საინტერესო ფაქტს.
პროექტის  მიზნები
„პი“ რიცხვის შესახებ ცოდნის გაფართოება;
ბროშურისა და კედლის გაზეთის გამოშვება;
ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვების, დახარისხების, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, გუნდური მუშაობის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება.
საგნობრივი სტანდარტი და ინდიკატორები:
მათ. IX.1. მოსწავლეს შეუძლია რაციონალური რიცხვების შედარება და მათი კლასიფიკაცია.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         განასხვავებს რაციონალურ და ირაციონალურ რიცხვებს, როგორც პერიოდულ და არაპერიოდულ ათწილადებს და მოყავს ირაციონალური რიცხვის მაგალითები;
პროექტის ამოცანები:
ინტერნეტიდან ინფორმაციის მოძიება და დახარისხება;
პრეზენტაციის მომზადება და  წარდგენა.
·         საბაზისო ცოდნა და უნარ-ჩვევები:
·            ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების უნარი;
·         საოფისე პროგრამების - word და PowerPoint ფლობა;
·         საპრეზენტაციო უნარ-ჩვევა.

განსახორციელებელი აქტივობები:

აქტ. 1. პროექტის იდეის გაცნობა მოსწავლეებისათვის;
აქტ. 2. ორგანიზაციული საკითხების მოგვარება
·         ჯგუფების შექმნა;
·         ჯგუფებისათვის კონკრეტული დავალებების მიცემა, რუბრიკების გაცნობა;
·         ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილება;
·         ჯგუფის სამოქმედო გეგმის შედგენა;
·         პროექტის მიმდინარეობის ვადებზე შეთანხმება;
აქტ. 3. მოსწავლეების მხრიდან ინტერნეტში მასალის მოძიება, დახარისხება;
აქტ. 4. შუალედური მონიტორინგი;
აქტ. 5. პრეზენტაციების მომზადება;
აქტ. 6. პრეზენტაციის გაკეთება;
აქტ. 7.  ბუკლეტის მომზადება და გავრცელება. კედლის გაზეთის გამოშვება;
აქტ. 8. განხორციელებული პროექტის მნიშვნელობის განხილვა და შეფასება.
აქტ. 9. თვითშეფასების რუბრიკების შევსება.

საგნებთან კავშირი:     მათემატიკა, ისტ ტექნოლოგიები.
მოსალოდნელი შედეგები:   მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას „პი“ რიცხვის შესახებ. მოახდენენ მასალის გადარჩევას, მოამზადებენ პრეზენტაციას, ბუკლეტსა და კედლის გაზეთს.
განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვების, კრიტიკული აზროვნების, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, გუნდური მუშაობის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:      კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, ფორმატის ქაღალდი.



ავადმყოფთა სტატისტიკა

No comments:

Post a Comment